აშშ-ში ციხიდან პატიმრები ზეწრების გამოყენებით გაიქცნენ

აშშ-ში, ოკლახომას შტატის ციხიდან ორი პატიმარი ზეწრების გამოყენებით გაიქცა. ისინი მე-12 სართულიდან ზეწრებით გაკეთებული თოკის მეშვეობით დაეშვნენ. ამის შესახებ ABC 7 იუწყება.

თვითნაკეთი 100 მეტრიანი თოკის ერთი ბოლო 34 და 33 წლის მამაკაცებმა მეტალის მაგიდის ფეხს მოაბეს, ფანჯარა გატეხეს და ეზოში ჩაარჭიეს. თუმცა ერთ-ერთ მათგანს თოკი გაუწყდა და მე-4 სართულიდან ჩავარდა, როს შედეგადაც ფეხი მოიტეხა.

სამართალდამცველებმა გაქცევის შესახებ 2 საათში შეიტყეს, ფეხმოტეხილი პატიმარი ციხის ეზოშივე დააკავეს, მეორემ კი, ტერიტორიიდან გაღწევა მოახერხა და 10 კილომეტრის გარბენა მოასწრო, სანამ პოლიციელები დაიჭერდნენ. 

ოკლახომაში ციხე 1991 წელს ააშენეს, გახსნის ცერემონიაზე ითქვა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე დაცული საპატიმრო დაწესებულება იქნებოდა, თუმცა 2 თვეში რამდენიმე პატიმარი გაიქცა, მათაც ზეწრები გამოიყენეს. 

Facebook Comments

ახალი დადებული