აშშ-ში ხანძრის გამო 7 800 ადამიანია ევაკუირებული

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ხანძრის გამო 7 800 ადამიანის ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, – ამის შესახებ CNN-ი წერს.

ხანძარი 4.9 ჰექტარზეა გავრცელებული.

ყველა ევაკუირებულს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პროტოკოლის დამორჩილება მოუწევს. მათ შორისაა თერმოსკრინინგი, პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 300-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

Facebook Comments

ახალი დადებული