ესპანეთში ქართველი გოგო გარდაცვლილი იპოვეს

ესპანეთში, ვალენსიაში მდებარე ერთ-ერთ პარკში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ქალი სამი თვის ორსული იყო. 

ემიგრანტების ინფორმაციით, ნაზი მეზვრიშვილი მოხუცს უვლიდა და იქვე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

ოჯახის წევრები მკვლელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ნაზი მეზვრიშვილს გარკვეული რაოდენობის თანხა ქართველმა ქალმა მოჰპარა, რომელიც მასთან ცხოვრობდა. 

გოგონა მოპარული თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა, თუმცა აღნიშნული პირი, პოლიციაში ჩივილის შემთხვევაში, მას მკვლელობით დაემუქრა. 

მუქარის მიუხედავად, გოგონამ ადგილობრივ პოლიციას მიმართა, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

Facebook Comments

ახალი დადებული