ვაკეში დაიჭირეს მელა, რომელიც ფეხსაცმლს და ტანსაცმელს იპარავდა

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, თბილისში დაიჭირეს მელა, რომელიც ვაკეში ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს იპარავდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და „დამნაშავის“ ფოტო გამოაქვეყნდა.

„ეს ,,არამზადა” გოგო შეეჩვია და ისეთი ოინები ჩაატარა, კაი ხანი მასპინძელს პარანორმალური მოვლენების ეპიცენტრში აგრძნობინა თავი. ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი. კონკრეტული ოჯახის შევიწროებას არ დასჯერდა, მეზობლების რეკეტზეც გადავიდა და გასაშრობად გაფენილი ორი პერანგიც გაიყოლა. საინტერესოა რაში გამოიყენა?
-ვინ არის დამნაშავე?
პასუხი არ არის.
-სად არის დამნაშავე?
პასუხი არ არის.
უკვე ოჯახის წევრების ნერვული სისტემა, ანალიტიკური და ლოგიკური მსჯელობა ჩიხში რომ შევიდა, ცალ-ცალი ფეხსაცმლით სიარულიც მოდად აქციეს და ერთმანეთს ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება, ყალთაბანდიც გაიფაქტა
ეს ოინბაზი კი ,,დაატუსაღეს“, მაგრამ თანამზრახველიც ჰყოლია და იმასაც მალე მივუსვამთ გვერდით.
პ.ს ისე სახეზე ხომ ეტყობა რისი მკადრებელიცაა?“ – წერს ლომჯარია.

Facebook Comments

ახალი დადებული