პროექტი ,,თბილისის ცის ქვეშ“ დაიწყო

პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ დაიწყო. გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე განახლებულ პარკში, მსმენელის წინაშე სრული შემადგენლობით თბილისის მერიის ბიგ-ბენდი წარსდგა.

ასევე, კონცერტი გაიმართა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე ახლადრეაბილიტირებულ პარკში და მასში მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიიღეს.

მომდევნო კონცერტი ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახლადრეაბილიტირებულ პარკში, დღეს, 2 აგვისტოს, 20:00 საათზე ჩატარდება. 

ამასთანავე, მუსიკალური საღამოები, ბენდებისა და ჯაზის შემსრულებლების მონაწილეობით, მომავალი კვირიდან უკვე „მზიურის“ პარკში, კიკვიძის პარკსა და გოძიაშვილის ბაღში გაიმართება.

პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

„თბილისის ცის ქვეშ“ დედაქალაქის მერიამ 2018 წელს დაიწყო. პროექტი ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს.

Facebook Comments

ახალი დადებული