როდის გაიხსნება საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარი?

აბაშიძის თქმით, როგორც კი სიტუაცია ამის შესაძლებლობას მოგვცემს, ქართული მხარე რუსეთში პირდაპირი რეისების აღდგენისთვის მზად იქნება

  საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვრის გახსნა რეგიონში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. 

თვითმფრინავები თბილისის აეროპორტში

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების  პრევენციის მიზნით, საქართველომ 16 მარტიდან საზღვრები ყველა მიმართულებით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ჩაკეტა. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის კვეთა სამშობლოში დაბრუნების მიზნით შეუძლიათ, საზღვრის კვეთა ნებადართულია ტვირთების გადამზიდავებისთვისაც. საქართველოში მოქმედი წესების თანახმად, დაბრუნებული მოქალაქეები 14–დღიან კარანტინს გაივლიან. მკაცრ კარანტინს ექვემდებარებიან ასევე სატრანზიტო მძღოლებიც.

ამ ეტაპზე ცნობილი არაა.  ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ ვითრებაზეა დამოკიდებული. დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენთან, რუსეთში, მეზობელ ქვეყნებში. ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსზე, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენთან გადაწყვეტილებას სპეციალისტები იღებენ, რასაც ისინი გადაწყვეტენ, ისე იქნება. მე სექტემბერში ვვარაუდობ, მაგრამ შევხედავთ სიტუაციას“, – განაცხადა აბაშიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული