საქართველოში კორონავირუსი კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა, 8 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 177 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 955-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმშია – 6969, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 285 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments

ახალი დადებული