ტოჩინოშინმა დამაჯერებლად მოიგო და საგრძნობი წინსვლა ელის (ვიდეო)

დღეს, 2 აგვისტოს ნაგოია ბაშოს ბოლო საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი კოტოშოჰოს დაუპირისპირდა და მეტოქე ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.
ამ გამარჯვების შემდეგ ლევანმა ბაშოზე მე-10 გამარჯვება მოიპოვა და ეს პირველად მოახერხა ცნობილი ბაშოს შემდეგ, როცა ოძეკის ტიტული დაიბრუნდა.
სუმოში თუ ზოგად გადაწყვეტილებებს გადავავლებთ თვალს, რიკიში რეიტინგში იმდენი ადგილით იწევს წინ, რამდენი სხვაობაც აქვს. ტოჩიმ ბაშო 10 მოგებითა და 5 მარცხით დაასრულა, ასე რომ ქართველს +5 აქვს და ახალ ბანძუკეში მინიმუმ მე-6 მაეგაშირა იქნება. თუმცა, თუ მიმდინარე ბაშოზე მაეგაშირების შედეგებს გადავხედავთ, დიდი შანსია, ტოჩიმ კიდევ უფრო წინ წაიწიოს და მე-4 ან სულაც მე-3 მაეგაშირა გახდეს.
რაც შეეხება მიმდინარე ბაშოს ჩემპიონის ბედს, ის მალე გადაწყდება. მაკუუჩის დივიზიონში დაბრუნებულ ექსოძეკი ტერონოფუჯის(12 მოგება) სეკივაკე მიტაკეუმის(11 მოგება) დამარცხება სჭირდება ჩემპიონობის მოსაპოვებლად. თუ მიტაკეუმიმ მოიგო, საინტერესო რამ გველის წინ და ჩემპიონის ვინაობა 3 რიკიშის შორის გადაწყდება, რადგან 12 მოგებას მინიმუმ 3 სუმოისტი დააგროვებს: ტერონოფუჯი, მიტაკეუმი და შოდაი ან ასანოიამა. ამ უკანასკნელებს 11-11 მოგება აქვთ და ბაშოს ბოლო ბრძოლაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

(იხ. ბმული)

https://video.ambebi.ge/files-6/2020/08-02//tochinoshini-15-238419.mp4

Facebook Comments

ახალი დადებული