ქათმის ხორცი და აგრესია ბავშვებში: მეცნიერებმა უცნაური კავშირი გამოავლინეს

მეცნიერები კვლევებზე დაყრდნობით ურჩევენ დედებს, არ აჭამონ ბავშვებს ვახშამზე ქათმის ბარკალი ან ფრთები

გავრცელებული ინფორმაციით, სწავლულებმა კვლევა ჩაატარეს და ქათმის ხორცისგან მომზადებულ კერძებსა და ბავშვის ქცევებს შორის საოცარი კავშირი აღმოაჩინეს. ექსპერიმენტმა, რომელშიც 6-დან 10 წლამდე ბავშვები მონაწილეობდნენ, აჩვენა, რომ ქათმის შემწვარი ბარკლის ან ფრთების ჭამის შემდეგ ისინი აგრესიას ავლენდნენ, ხოლო უძვლო ხორცის, მაგალითად, ქათმის მკერდის მიღების შემთხვევაში აგრესია არანაირად არ იჩენდა თავს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს უცნაური კავშირი ადამიანის ბუნებრივ ინსტიქტებს უკავშირდება. ანუ, როცა ბავშვი ცდილობს, მოაშოროს ხორცი ძვალს, ამ მომენტში მისი ბუნებრივი ინსტიქტები იღვიძებს და აგრესია იზრდება.

სწორედ ამიტომ ექსპერტები ურჩევენ მშობლებს, არ მისცენ შვილებს ვახშამზე ქათმის ბარკალი ან ფრთები, რათა საკვებით გაღვიძებულმა აგრესიამ დაძინებასთან დაკავშირებული პრობლემები არ წარმოშვას.

როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ კანადელი მეცნიერების ამ დასკვნას ბევრი ფსიქოლოგი კრიტიკულად ეკიდება, მშობლებისთვის ალბათ მაინც გასათვალისწინებელი უნდა იყოს ექსპერიმენტის შედეგები და შვილებს მათი ბუნების გათვალისწინებით მისცენ ძვლიანი თუ რბილი ხორცი. მაგალითად, მოერიდონ ჰიპერაქტიური ბავშვების ქათმის ბარკლით ან ფრთებით კვებას.

Facebook Comments

ახალი დადებული