„ჩერნობილმა“ საუკეთესო მინისერიალისთვის BAFTA-ს პრიზი მიიღო

HBO-ს სერიალი „ჩერნობილი“ ბრიტანეთის კინოაკადემიის და სატელევიზიო ხელოვნების BAFTA-ს ვერსიით, საუკეთესო მინისერიალი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ აკადემიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის ამსახველი სერიალი 14 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და 9 მათგანში გაიმარჯვა. 

ბრიტანელმა მსახიობმა, ჯარედ ჰარისმა, რომელმაც სერიალში აკადემიკოსი ვალერი ლეგასოვის როლი შეასრულა, პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მიიღო. 

მანამდე „ჩერნობილმა“ ოქროს გლობუსი მოიპოვა ნომინაციაში „საუკეთესო მინი-სერიალი, ან სატელევიზიო ფილმი“. გარდა ამისა, სერიალს აქვს 3 გრემი, მათ შორის წლის საუკეთესო მინი-სერიალისტვის. 

Facebook Comments

ახალი დადებული