ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა საშიშ ვირუსებზე დოკუმენტური ფილმის პროდიუსერები იქნებიან

ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა საშიშ ვირუსებზე დოკუმენტური ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები იქნებიან. ამის შესახებ Deadline წერს. ფილმის სახელწოდებაა „მედიცინის დასასრული“ (The End of Medicine).

გამოცემის ცნობით, ფილმში მოთხრობილია დაავადებების ბუნებრივ კერებზე, რომელებიც კაცობრიობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან.

კინოსურათზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო, რამდენიმე თვით ადრე ვიდრე ყველა COVID-19-ზე ალაპარაკდებოდა. ფილმში მოთხრობილია ბაქტერიებსა და ვირუსებზე, რომლებიც ადამიანებს ცხოველებისგან გადაეცემათ. ფილმში ჩაწერილია მეცნიერების ინტერვიუები, რომელთა ვარაუდითაც ახალი ვირუსების COVID-19-ის, ღორის, ფრინველის გრიპების ფესვები მეცხოველეობაშია.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ფილმი „მედიცინის დასასრული“ ყველას მიანიშნებს, რომ დროა უკვე რაღაც გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ჩვევები შევცვალოთ. ჩვენ დავინფიცირდებით თანამედროვე მეცხოველეობის გამო, თუ ამ პროდუქტებზე რადიკალურ მოთხოვნას არ შევამცირებთ“, – აცხადებენ ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა.

მოსალოდნელია, რომ ფილმის წარმოება 2020 წლის ბოლოს დასრულდება.

Facebook Comments

ახალი დადებული