ბესიკ კილასონია: გამაოცა ერთ-ერთმა ექსპერტმა, ნუთუ ჩრდილოეთის ქვეყნებში არ უნახავს ასეთი რამ?

შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი შაქარაშვილი ცემის დროს გულაღმა იწვა, ის წიხლით ძლიერდა არის ნაცემი მენჯის, საზარდულის მიდამოში, -ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, სამედიცინო ინსტიტუტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბესიკ კილასონიამ ტვ-პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც ტელეეთერიდან ამტკიცებდნენ, რომ შაქარაშვილს ქალას ფუძის მოტეხილობა ჰქონდა, ასევე გვამური გაშეშების მიხედვით ადგენდნენ, რომ ფეხბურთელი 48 საათის გარდაცვლილი იყო, საკმარისი კომპეტენცია არ აქვთ.  

„იყო თუ არა ქალას ფუძის მოტეხილობა, ამას ამტკიცებდნენ არა სასამართლო სამედიცინო ექსპერტები, არამედ ე.წ. ექიმი-ექსპერტები. გვამის გამოკვლევის აქტში მითითებულია, რომ სუფთა არის სასმენი ხვრელები, რაც გამორიცხავს ფუძის მოტეხილობას. ასევე, გამორიცხულია, ქალას გახსნისას მოტეხილობა გამოგეპაროს. ასევე ამტკიცებდნენ, რომ ე.წ. სათვალე ჰქონდაო. სპეციალისტებმა უნდა იცოდნენ, რომ სისხლჩაქცევა არის 2 სახის- უშუალოდ ფიზიკური ზემოქმედების შედეგად, მაგალითად მუშტის დარტყმით. ეს არის პირდაპირი სისხლჩაქცევა. არის ასევე არაპირდაპირი, მაგალითად, ქალა-ფუძის მოტეხილობის დროს ჩამოჟონილი. შემოუსაზღვრავად არის თვალ-ბუდის არეში. თუ ქალას ფუძის მოტეხილობაა, კარგი სპეციალისტი რომ შეხედავს, მაშინვე იტყვის, რომ ეს არის არაპირდაპირი სისხლჩაქცევა.  ექსპერტიზის აქტში წერია, რომ გვამს აღენიშნებოდა  შემოსაზღვრული სისხლჩაქცევები, ზომებიც მითითებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს არის პირდაპირი სისხლჩაქცევა, გამოწვეული დარტყმით. 

ექსპერტიზის შედეგის მიხედვით, შემიძლია ვთქვა, რომ ცემის დროს გულაღმა იწვა, ის წიხლით არის ნაცემი მენჯის, საზარდულის მიდამოში, მაგრამ იგივე ადამიანი ვერ მოახერხებდა ამავდროულად სახის არეში მიეყენებინა დარტყმები. ესე იგი, ერთდროულად, მინიმუმ 2 ადამიანი იყო. თეძოს ძვლის ზემოთ, ტუჩებამდე სახვა დაზიანება არ არის“,-ამბობს ბესიკ კილასონია.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, მსხვერპლი შველას ითხოვდა და ტუჩებზე არსებული დაზიანებები იმაზე მეტყველებს, რომ მას პირზე ხელს აფარებდნენ.

„ამის გამო, თუკი რამდენიმე წუთში სუნთვა შეუჩერდა, სავარაუდოდ, იფიქრეს, შემოგვაკვდაო და გადააგდეს წყალში ცოცხალი. რაც შეეხება გვამურ გაშეშებას, ათეული წლებია, სტუდენტებს ვასწავლი, და ეს მხოლოდ ჩემს სახელმძღვანელოებში არ წერია. გვამური გაშეშების დრო დამოკიდებულია ტემპერატურაზე, ცივ გარემოში გაშეშება შეიძლება მოხდეს რამდენიმე დღეში, ან კვირაშიც კი. იმიტომ გამაოცა ერთ-ერთმა ექსპერტმა, რომელიც ამტკიცებდა 48 საათს. ნუთუ ჩრდილოეთის ქვეყნებში არ უნახია ერთი კვირის გვამები, რომლებსაც გაშეშება აქვთ შენარჩუნებული“,-აცხადებს კილასონია.

Facebook Comments

ახალი დადებული