არა მარტო იმიტომ, რომ დედაჩემია დაბადებული ფოთში, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ეს ნაწილი არის ქვეყნის ყველაზე ევროპული ნაწილი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს, – ამის შესახებ მან კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„გადავწყვიტე, რომ პირველად ჩემი გრძელი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში, მაჟორიტარად ვიყარო კენჭი ფოთში, ხობსა და სენაკში. გადაწყვეტილება მივიღე არა მარტო იმიტომ, რომ დედაჩემია დაბადებული ფოთში, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ეს ნაწილი არის ქვეყნის ყველაზე ევროპული ნაწილი“ – განაცხადა ბოკერიამ.

ამავე ოლქში გიგა ბოკერიას მოწინააღმდეგე „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ხახუბია იქნება.

Facebook Comments

ახალი დადებული