გურამ ნიკოლაშვილი: ამბიციები უზარმაზარია, ყველა პარტია თავს განსაკუთრებულად მოიაზრებს, თუმცა კვლევების მიხედვით მათი საშუალო მაჩვენებელი 2-დან სამ პროცენტამდეა

წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. ის, რომ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას ვერ ვიხილავთ, უკვე ცალსახა ფაქტია. ვერ ვიხილავთ ვერც მცირე გაერთიანებას. პარტიები პრაქტიკულად დამოუკიდებლად აპირებენ როგორც პროპორციულ არჩევნებზე გასვლას, ასევე მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების წარდგენას. არადა ოპოზიციონერი ლიდერები დაჟინებით ამტკიცებდნენ რომ ერთობლივი კოორდინაციის გარეშე ქართული ოცნების დამარცხება შეუძლებელია”,- ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა, გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში” განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პარტია თავს განსაკუთრებულად მოიაზრებს, თუმცა კვლევების მიხედვით, მათი საშუალო მაჩვენებელი 2-დან სამ პროცენტამდეა.

როგორც ნიკოლაშვილი აცხადებს, ახლად დაფუძნებულმა პარტიებმა ვერ შეძლეს კრიტიკული გზავნილებისა და სტრატეგიის დამოუკიდებლად შემუშავება და საბოლოოდ ისევ ნაციონალური მოძრაობის მიერ ფუჭად ნატკეპნ გზას გაუყვნენ.

საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი ოდიოზურს და ღიმილის მომგვრელს უწოდებს მამუკა ხაზარაძის განცხადებას ოლიგარქიაზე.

,,ამბიციები უზარმაზარია, ყველა პარტია თავს განსაკუთრებულად მოიაზრებს, თუმცა კვლევების მიხედვით მათი საშუალო მაჩვენებელი 2-დან სამ პროცენტამდეა. ვერ ვითანამშრომლებთ არჩევნებზე, მაგრამ ვითანამშრომლებთ პარლამენტში, ასეთი ოპოზიციის დღევანდელი განწყობა. ოპოზიციურ ფლანგზე კი დომინანტი კვლავ ნაციონალური მოძრაობაა. გამოდის, რომ მისი განაყოფები დღეს ვერ შეთანხმდნენ კვოტებზე დედა პარტიასთან, ხვალ კი შეთანხმდებიან პარლამენტში? სხვადსხვა სიები, მაგრამ ერთიანი რიტორიკა. ქართულ ოცნებას კვლავ ბიძინა ივანიშვილით აკრიტიკებენ, მისი მთავარი ბრალდება კი კვლავინდებურად ოლიგარქიაა. უკვე ცხრა წელია, რაც ნაცმოძრაობა იმეორებს თავის ერთადერთ გზავნილს, ოლიგარქია, პრორუსული ხელისუფლება და აგებს ყველა არჩევნებს.

რიტორიკის შეცვლას არც ეხლა აპირებენ. მეტიც, ახლადდაფუძნებული პარტიებმაც კი ვერ შეძლეს კრიტიკული გზავნილებისა და სტრატეგიის დამოუკიდებლად შემუშავება და საბოლოოდ ისევ ნაცმოძრაობის მიერ ფუჭად ნატკეპნ გზას გაუყვნენ. ყველაზე ოდიოზური და ღიმილის მომგვრელი ოლიგარქიაზე მამუკა ხაზარაძის განცხადება იყო, მისი თქმით საქართველო შემოდგომაზე აუცილებლად მოიშორებს რუს ოლიგარქს“,- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა

Facebook Comments

ახალი დადებული