„ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ დღეს რეგიონებში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების სია წარადგინა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს არ არის მაჟორიტარების სრული სია.

საქართველოს რეგიონებში მაჟორიტარების სია ასე გადანაწილდა:

ელენე ხოშტარია – ვაკის მაჟორიტარული ოლქი;

შალვა შავგულიძე – მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი;

გიგი წერეთელი – ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარული ოლქი;

ტარიელ ნაკაიძე – ხელვაჩაურის ნაწილის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარული ოლქი;

ირმა ნადირაშვილი – რუსთავისა და გარდაბნის ნაწილის მაჟორიტარული ოლქი;

ოთარ კახიძე – ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი;

სერგო რატიანი – საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქი;

ზურაბ ჭიაბერაშვილი – თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი;

გიორგი ღვინიაშვილი – გურჯაანის, საგარეჯოს,დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარული ოლქი;

ხათუნა გოგორიშვილი – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარული ოლქი;

აჰმედ იმამკულიევი – მარნეულისა და გარდაბნის ნაწილის მაჟორიტარული ოლქი;

არსენ კარაპეტიანი – ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქი;

ლელა ქებურია – წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარული ოლქი;

აკაკი ბობოხიძე – სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარული ოლქი;

გიგა ბოკერია – ფოთი ხობი სენაკი;

გიგი უგულავა – ზუგდიდი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა:

ვახტანგ კალოიანი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი;

თემურ კახიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში: ქედა, შუახევი, ხელვაჩაურის და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

Facebook Comments

ახალი დადებული