„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო – პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 აგვისტოს 08:00-დან 12:00 საათამდე და 17:00-დან ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთში და თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, ზარიძეები, ჯიჯეთი, ალაჭანი, დულუზაურები, ქვემო არტანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

Facebook Comments

ახალი დადებული