ზღვის სანაპიროზე ამოუცნობი ცხოველის ლეში იპოვეს

ბრიტანეთის ქალაქ საუტპორტში, ზღვის სანაპიროზე ამოუცნობი არსების ოთხმეტრიანი ლეში იპოვეს. ინფორმაციას Liverpool Echo ავრცელებს. 

ნახევრად გახრწნილი ნარჩენები მოზრდილ ცხოველს ეკუთვნის. „მას ოთხი კიდური და ბეწვი აქვს, სიგრძე 4,5 მეტრია, ყველა მხრიდან ძვალი აქვს გამოშვერილი, ზოგი ერთი მეტრია. საშინელი სუნი ჰქონდა“,-ამბობს მამაკაცი, რომელმაც გვამი იპოვა. მან რამდენიმე ფოტო  Facebook-ზე გამოაქვეყნა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო, რა ცხოველის ნეშტი იყო აღბეჭდილი კადრებზე. ფეისბუქმომხმარებელთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ნეშტი ცხენის, ან ძროხისაა, დანარჩენები ხუმრობით მამონტებზე, ფრანკენშტეინსა და უცხოპლანეტელებზე საუბრობენ.

სპეციალისტების თქმით, ძლიერი ხრწნის გამო, ხშირად საკმაოდ რთულდება ნეშტის იდენტიფიკაცია. 

Facebook Comments

ახალი დადებული