თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე: თუ ვაშაძესთან გავერთიანდი, ბნელ მხარეს ვდგავარ? უდიდესი შეურაცხყოფაა

„ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადების დროს, სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა და ეს არის შეურაცხყოფა, რომელიც არავის ეპატიება – ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა „რუსთავი2“-ს განუცხადა.

„არ იყო კარგი განცხადება. საქართველოში შავ-თეთრი არ არის. ფერადად აზროვნებს ხალხი. არის ხალხი, რომელსაც პოლარიზებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურს და აქვს კიდევ რაღაც სხვა პოზიცია. არ შეიძლება ეს მენშევიკურ-ბოლშევიკური დამოკიდებულება. ეს არის ის, რამაც წაგვაგებინა ჩვენ მეორე ტური. შეცდომა იყო ჩვეულებრივად. ხდება, მერე რა?! ნიჭიერ ადამიანებს განა შეცდომა არ მოსდით?! სააკაშვილი შორს არის. სამშობლოდან შორს რომ ხარ, შეიძლება რაღაცები შავ-თეთრად ჩანდეს. მე მესმის მისი მდგომარეობა. „იმისტი“ და „ამისტი“ ხომ უნდა დასრულდეს საქართველოში. რა შავ-თეთრი, რა ბოლშევიკი-მენშევიკი. მან გააკეთა პოლიტიკოსისთვის ღირსეული განცხადება. ანუ, მე თუ ახლა ვაშაძესთან ერთად გავერთიანდები ბნელ მხარეს ვდგავარ? უდიდესი შეურაცხყოფაა, რის უფლებასაც პრაქტიკულად მე არც არავის მივცემ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მიხეილ სააკაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ძალა ერთობაშიას“ დატოვების გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეზე გადავიდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული