ლევან სამუშიამ ” თავისუფალი დემოკრატები” დატოვა

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ლევან სამუშიამ პარტია დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

“მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია ” თავისუფალი დემოკრატები” .
წარმატებას ვუსურვებ ” თავისუფალ დემოკრატებს”!
სადაც არ უნდა ვიყო, აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას “რუსული ოცნების” წინააღმდეგ, ქვეყნის დასავლური მომავლისათვის და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის.

P.S. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ” – წერს ლევან სამუშია.

Facebook Comments

ახალი დადებული