საკუთარი პოლიტიკური ქულების გამო,რატომ ამასხარავებთ ამ საწყალ მშობლებს, რატომ?!

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, ირაკლი ლატარია იმ ძალას მიმართავს, რომელიც საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო, გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლებს „აპამპულავებს“.

„ნაცებს ვინც ყველაზე მეტად აწუხებს, იმ სამი მინისტრის ფაილებში შეაღწიაო ხომ იმ საწყალმა გოგომო ,,აბაზრებთ” ?

რატომ ამასხარავებთ ამ საწყალ მშობლებს, რატომ?  სად მუშაობსო ის არ ვიცით ჩვენი შვილიო და უცბად, ფაილებიც კი სცოდნიათ სადაც შეაღწია გოგონამ?

რატომ აპამპულავებთ ამ ოჯახებს, რატომ? საკუთარი დამპალი პოლიტიკური ქულების გამო, რატომ ექცევით ასე მშობლებს? მათ ახლა ყველასი და ყველაფრის სჯერათ, მესმის მათიც, მაგრამ თქვენ რატომ ალაპარაკებთ? არ გეცოდებათ? არ გამოგივიდათ შაქარაშვილთან, რადგან ძლიერი ადამიანი დგას მის ოჯახთან და მეორე საქმეს მიადექით?

ეხხ, ნეტავ უფლის მაინც არ გეშინიათ?,-წერს ირაკლი ლატარია.

Facebook Comments

ახალი დადებული