„ფორმულას“ ჟურნალისტი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს

ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. „ფორმულას“ ჟურნალისტი დღეს შსს-ში, გადაცემაში გასული სიუჟეტის გამო გამოკითხეს.

სიუჟეტის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალის აღმოჩენას უკავშირდება. რომელ მაღალჩინოსნებზე ან რა მასალაზეა საუბარი, ქაშიაშვილი ამის შესახებ არც გამომძიებელთან საუბრობს  და არც მედიასთან. მისი თქმით, ვალდებულია, წყაროს კონფიდენციალობა დაიცვას.

„არცერთი დეტალები დამატებით არ მითქვამს, ვისარგებლე ჩემი პროფესიული ვალდებულებითა და ეთიკით, რადგან არსებობს მაღალი საფრთხეწყაროს გამჟღავნების“,-განაცხადა ჟურნალისტმა გამოკითხვის შემდეგ. 

Facebook Comments

ახალი დადებული