ქალს, რომელმაც ქმარი მოკლა სიკვდილით დასჯა ემუქრება

მალაიზიაში, ბრიტანელმა ქალმა 63 წლის ქმარი მოკლა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას განზრახ მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა ემუქრება. ამის შესახებ Mirror წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოლმა მეუღლეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, ინციდენტის შემდეგ კი ის დასახმარებლად მეზობლებთან გაიქცა მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ მათ მოსვლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

54 წლის ბრიტანელი ქალი, სამანტა ჯონსი მალაიზიაში ტროპიკულ კუნძულზე ცხოვრებაზე ოცნებობდა, ქმარმა ეს სურვილი აუსრულა და ისინი მალაიზიაში გადავიდნენ საცხოვრებლად. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ძალადობის მსხვერპლი მალევე გახდა. მისი თქმით, მეუღლე ხშირად სვამდა და, სახლში დაბრუნების შემდეგ, სცემდა. 

” მუდმივ შიშში ვიყავი, მეშინოდა, რომ ერთ დღესაც მომკლავდა. დიდი ხნის განმავლობაში, ვიყავი ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ჩემი ქმარი მაინც მიყვარდა. მომხდარის გამო, ვწუხვარ”, – განაცხადა ეჭვმიტანილმა ქალმა.

როგორც ქალის ადვოკატი ამბობს, ძალადობის შესახებ ქალი ვერასდროს საუბრობდა პოლიციასთან, რადგან მალაიზიაში ოჯახური ძალადობის თემა ტაბუდადებულია.

მალაიზიის სასამართლო სხდომაზე, ქალს ბრალი შეუმსუბუქეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სიკვდილით დასჯის მაგივრად, მას 10 და 30  წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Facebook Comments

ახალი დადებული