ჭიათურაში 4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში 4 წლის ბავში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა 2 აგვისტოს ღამით მოხდა.

უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დაღუპულის მამა ელექტროშედუღების აპარატით რკინის საქანელას ამზადებდა, ბავშვი კი დენის სადენებს მოულოდნელად შეეხო.

ჯერჯერობით შინაგან სამქთა სამინისტროში არ ამბობენ, მომხდარზე რომელი მუხლით დაიწყო საქმე.

Facebook Comments

ახალი დადებული