თბილისში ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭა

იოსებიძის ქუჩაზე მდებარე, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭა.

ღონისძიებას გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის ოჯახის წევრები, მეგობრები და კლუბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით „საბურთალო“ ყველა ასაკობრივ გუნდში შაქარაშვილის 21-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებს. 

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში კი გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის სახელობის საერთაშორისო ტურნირიც ჩატარდება.

გიორგი შაქარაშვილმა „საბურთალოს“ აკადემიაში ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა.

Facebook Comments

ახალი დადებული