ინგლისში მსაჯები იმ ფეხბურთელებს გააძევებენ, ვინც მოწინააღმდეგეს მიახველებს

21st January 2020 Stamford Bridge, London, England English Premier League Football, Chelsea versus Arsenal David Luiz of Arsenal is shown a red card and sent off - Strictly Editorial Use Only. No use with unauthorized audio, video, data, fixture lists, club/league logos or live services. Online in-match use limited to 120 images, no video emulation. No use in betting, games or single club/league/player publications PUBLICATIONxNOTxINxUK ActionPlus12205592 ShaunxBrooks

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მსაჯებს დაავალა, გამოიყენონ ყვითელი ან წითელი ბარათები იმ მოთამაშეების წინააღმდეგ, ვინც გამიზნულად შეახველებს მოწინააღმდეგეს.ამის შესახებ Times წერს.

აღნიშნული წესი ასევე გავრცელდება იმ მოთამაშეებზე, ვინც ახლო მანძილიდან მსაჯის ან მოწინააღმდეგის მიმართულებით დააცემინებენ. მსგავსი საქციელი ასოციაციამ გაუთანაბრა არასპორტულს ქმედებას: დარტყმას და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

სიახლე პანდემიის დასრულებამდე ძალაში იქნება. ამასთან, მსაჯები პასუხს არ აგებენ გოლების გატანის შემთხვევაში, სიხარულის გამოხატვისას სოციალური დისტანციის დაცვაზე. 

ფეხბურთის ასოციაციის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ მსაჯებმა არ უნდა დასაჯონ მოთამაშეები, თუ ისინი განზრახ არ ახველებენ. 

3 აგვისტოს მონაცემებით ბრიტანეთში კორონავირუსის 306 ათასი დადასტურებული შემთხვევაა. ინფექციას ემსხვერპლა 46 286 ადამიანი. ივლისის ბოლოს ხელისუფლებამ შეზღუდვების მოხსნის თარიღი 15 აგვისტომდე გაახანგრძლივა ქვეყანაში ახალი შემთხვევების მატების გამო. 

Facebook Comments

ახალი დადებული