ბექა ფერაძე: 150-მდე გეგმური ინსპექტირება განხორციელდა, დაჯარიმდა 33 რესტორანი და 18 ბაზარი

დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 150-მდე გეგმური ინსპექტირება განხორციელდა. შემოწმდა 91 რესტორანი და დაჯარიმდა 33 ობიექტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა.

მისი თქმით, გამოწვევები არსებობს, თუმცა დადებითია დინამიკა, რომელიც ბოლო დღეებში ფიქსირდება.

„რაც შეეხება ბაზრობებსა და სხვა ობიექტებს, აქაც მიმდინარეობს მიმდინარეობს გეგმიური მონიტორინგი. 27 ბაზარია შემოწმებული, ხოლო 18 მათგანი დაჯარიმდა. გამოწვევები არსებობს, თუმცა დადებითია დინამიკა, რომელიც ბოლო დღეებში ფიქსირდება. შემოწმება ხორციელდება რისკის სიდიდის და ალბათობის მიხედვით. შესაბამისად, ამ ეტაპზე განსაზღვრული იყო, რომ გეგმური ინსპექტირება რისკის შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო კვების ობიექტებზე, ბაზრებზე და ასევე ე.წ. ივენთებზე, არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობაზე. ცხრა ასეთი სუბიექტი დაჯარიმდა. იურიდიული პირისთვის ჯარიმის ოდენობა 10 ათასი ლარით განისაზღვრება, ხოლო ფიზიკური პირისთვის, ჯარიმა 2 000 ლარს შეადგენს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული