დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ავღანეთიდან ჯარის ნაწილს გამოიყვანს

Nusagi

აშშ, ავღანეთიდან საკუთრი ჯარის ნაწილს გამოიყვანს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პორტალ Axios-თან საუბარში  განაცხადა.

„ავღანეთში, ჩვენ მოკლე დროში შევამცირებთ აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას 8 ათასამდე, შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 4 ათასამდე ჩამოვა. ახალა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“, – აცხადებს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა ნოემბრის არჩევნების დროს დაახლოებით, 4-დან 5 ათასამდე იქნება.

მანამდე მაიკ პომპეომ თქვა, რომ აშშ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გამოყვანა 2021 წლის მაისში დასრულდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: