თსუ-ს რექტორი ისევ გიორგი შარვაშიძე გახდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი კვლავ გიორგი შარვაშიძე გახდა.

შარვაშიძეს აკადემიური საბჭოს 38 წევრიდან მხარდაჭერა 32-მა გამოუცხადა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები დღეს, 4 აგვისტოს გაიმართა. თსუ-ს რექტორობის კანდიდატები მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე, ასევე პროფესორი გიორგი ბარამიძე და პროფესორი ცირა ბარამიძე იყვნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული