თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მაგნიტუდით 5,2 მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ევროპულ ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურ ცენტრზე (EMSC) დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა 4 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 12:37 საათზე, თურქეთის პროვინცია მალათიაში, სომხეთის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს დაფიქსირდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. მიწისძვრამ ადგილობრივი მოსახლეობის პანიკა გამოიწვია.

Facebook Comments

ახალი დადებული