“კორონავირუსის გამო სკოლების დახურვამ თაობა კატასტროფის წინაშე დააყენა” – გაეროს გენმდივანი

“COVID-19-ის პანდემიამ განათლების ყველაზე დიდი შეფერხება გამოიწვია. გაკვეთილების ტელევიზიით, რადიოთი და ინტერნეტით გაშვების მიუხედავად, ბევრი მოსწავლე მაინც მიუწვდომელია. მსოფლიოს მასშტაბით, მთელი თაობა კატასტროფის წინაშე დგას, რამაც შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში მიღწეული პროგრესი უკან დახიოს, შესაძლებლობების უდიდესი პოტენციალი გაფლანგოს და არსებული უთანასწორობები კიდევ უფრო გაამწვავოს.”–აცხადებს ანტონიო გუტერეში – გაეროს გენერალური მდივანი

როგორც გუტერეშმა აღნიშნა, კორონავირუსის გამო მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში სკოლები დაიხურა, რაც ერთ მილიარდზე მეტ მოსწავლეს შეეხო, ხოლო სულ მცირე 40-მა მილიონმა ბავშვმა სკოლამდელი ასაკის განათლების მიღება ვერ შეძლო.

Facebook Comments

ახალი დადებული