მეუღლის მიერ რეპერი ქმრის დანაწევრების შესახებ, ადვოკატი ახალ დეტალებს ყვება

6300383 03.08.2020 Обвиняемая в убийстве мужа-рэпера Энди Картрайта (настоящее имя – Александр Юшко) Марина Кохал во время избрания меры пресечения в Смольнинском районном суде в Санкт-Петербурге. Александр Гальперин / РИА Новости

ცნობილი რეპერის, ენდი კარტრაიტის (ალექსანდრ იუშკო) ცოლის, მარინა კოხალის ადვოკატი ქალის მიერ ქმრის ცხედრის დანაწევრების შესახებ ახალ დეტალებზე ლაპარაკობს. მკვლელობაში ბრალდებულის უფლებადამცველმა Московский комсомолец-თან ისაუბრა.

იურისტი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ქმრის გვამის დანაწევრება მარტომ მოახერხა. ადვოკატ ირინა სკურტუს თქმით, მარინა მკერავია და ასოცირება მოახდინა თავის პროფესიასთან… „მან ყველაფერი ერთ ღამეში მოასწრო, შემდეგ კი, თავისივე საქციელის შეეშინდა“,-ამბობს უფლებადამცველი. 

მისივე თქმით, კოხალმა ცხედრის ნაწილების მოშორება ვერ შეძლო, რადგან „მარინა ძალიან სუსტია, ნაზი და პატარა“, ადვოკატის თქმით, ქალი მალე მიხვდა, რომ ცხედართან მიკარებასაც ვერ შეძლებდა.

იურისტი ამბობს, რომ მარინა კოხალს გადატანილი სტრესის გამო, სერიოზული რეაბილიტაცია დასჭირდება. 

ცნობისთვის, მარინა კოხალი თავდაპირველად სამართალდამცველებმა სახლში გაუშვეს, რადგან ბრალი მკვლელობის მუხლით არ ჰქონდა წაყენებული. ქალი ამბობდა, რომ მეუღლე ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა, მან კი, ცხედრის მოშორება გადაწყვიტა, რადგან არ უნდოდა, რომ სამარცხვინო სიკვდილის შესახებ რეპერის ფანებს შეეტყოთ. მოგვიანებით, რეპერის დედის ადვოკატმა კოხალის დაპატიმრება მოითხოვა და განაცხადა, რომ ქალმა ქმარი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. გამოძიებამ მიიჩნია, რომ დანაშაულის სიმძიმის გამო, კოხალს ბრალის დამტკიცებამდე საპატიმროში უნდა იმყოფებოდეს. ვადა 30 სექტემბრამდე განისაზღვრა. მას ახლა უკვე განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი.

კარტრაიტის გარდაცვალების შესახებ 30 ივლისს გახდა ცნობილი. კოხალის თქმით, რეპერი 4 დღის წინ ზედოზირებით დაიღუპა. მან ქმრის ცხედარი პეტერბურგში, ნაქირავებ ბინაში დაანაწევრა და პოლიეთილენის პაკეტებში მოათავსა, რამდენიმე დღეში, კი ადვოკატს დაურეკა, ამ უკანასკნელმა კი, სამართალდამცველებს შეატყობინა. 

Facebook Comments

ახალი დადებული