მსოფლიო რადარებიდან საქართველო უკვე გამქრალია, მე კი ძალიან ნათლად ვჩანვარ

საქართველო, როგორც ქვეყანა, გაქრება,-ასეთ პროგნოზს აკეტებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტვ-პირველთან სატელევიზიო ჩართვის დროს.

სააკაშვილის თქმით, საქართველო უკვე გაუჩინარდა მსოფლიო რადარებიდან, თუმცა თავად ამ რადარებზე ძალიან ნათლად ჩანს. 

„საქართველო, როგორც ქვეყანა უკვე გაუჩინარებულია მსოფლიო რადარებიდან. ივანიშვილს ჩემი გაუჩინარება უნდოდა მსოფლიო რადარებიდან, მაგრამ მე ძალიან ნათლად ვარ მსოფლიო რადარებზე, საქართველო კი აღარ არის. 

სააკაშვილის თქმით, განსხვავებით პროვინციელი პოლიტიკოსებისგან, მისთვის ქვეყანა უფრო მაღლა დგას, ვიდრე მისი მოკრძალებული პიროვნება.

„ამიტომ ახლა გვჭირდება გადარჩენა, მობილიზება, ძალიან სწრაფი მოქმედება, ორგანიზება, ამ არჩევნებზე ივანიშვილი უნდა დავასრულოთ. მეცინება, როცა ხალხი ლაპარაკობს თანამდებობებზე, რა თანამდებობებს იყოფთ ხალხნო, საქართველო აღარ გექნებათ. სამშობლო რომ აღარ გაქვს, ამაზე მწარე განცდა არ არსებობს. 

Facebook Comments

ახალი დადებული