ნინო ქადაგიძე გოგი თოფაძის ოჯახს ბოდიშს უხდის

ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე აცხადებს, რომ გოგი თოფაძეს ბოდიშის მოსახდელად დაურეკა. მისი თქმით, მომხდარი მისთვის ისეთივე ტკივილია, როგორიც თოფაძეების ოჯახისთვის.

„მე ვისურვებდი, რომ მე დამმართოდა ეს. მინდა ვთქვა, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, მიმდინარეობს გამოძიება. ჯერ ახლა გამოვიხედეთ თვალებში და ნელ-ნელა ხდება ჩვენებების წაკითხვა. მე იმედი მაქვს, რომ გამოძიება ობიექტური იქნება.ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, როდესაც სასჯელი დაუმძიმეს. რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არა მგონია, რომ ასეთ მძიმეს“,-აცხადებს ნინო ქადაგიძე. 

მისივე თქმით, მთავარი ის არის, რომ თოფაძის შვილიშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ცნობისტვის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

Facebook Comments

ახალი დადებული