პიდბულის მიერ დაკბენილ ქალს კლინიკიდან ხვალ გაწერენ

თბილისში, პიდბულის მიერ დაკბენილი 67 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა. პირველი სუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მას საავადმყოფოდან სავარაუდოდ 2 დღეში გაწერენ.

„პიდბულის მიერ დაკბენილი ქალის მდგომარეობა დადებითია. კლინიკიდან მას ხვალ ან ზეგ გავწერთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, 17 ივლისს თბილისში წინამძღვრიშვილის ქუჩაზე იტალიურ ეზოში პიდბულის ჯიშის ძაღლმა 67 წლის ქალი დაკბინა. ქალს სხეულზე დიდი ზომის ნაკბენები, თავ-კისრის არეში, გულ-მკერდსა და მუცლის არეში ჭრილობები აღენიშნებოდა.

Facebook Comments

ახალი დადებული