საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდი იქნება. მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 – 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

Facebook Comments

ახალი დადებული