ბაგა-ბაღების მუშაობა ახალი რეგულაციებით განახლდება

კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღებში მუშაობა ახალი რეგულაციებით განახლდება. სკოლამდელი დაწესებულებებისთვის იმოქმედებს შრომითი ინსპექციის მიერ შედგენილი წესი. არ არის გამორიცხული, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბავშვების რაოდენობა შემცირდეს.

პროტოკოლის სამუშაო ვერსიაში ასევე ნათქვამია, რომ ბაგა-ბაღებში, მხოლოდ ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომლებიც სადენზინფექციო ხსნარით დამუშავდება.

სააღმზრდელო დაწესებულებაში შესვლამდე სავალდებულო იქნება თერმოსკრინინგის გავლა.

„ამ ეტაპზე ზოგადი მოთხოვნები, როგორიც არის დისტანცია, სადენზიფექციო სამუშაოების განხორციელება ეს იქნება შესაბამისად მოთხოვნა, რაც შეეხება ზოგადად სხვა პროტოკოლურ მოთხოვნებს, ეს უახლოეს დროში კერძო და სახელმწიფო სექტორთან შეთანხმებით იქნება დაზუსტებული, მათ შორის ბავშვების რაოდენობაც“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული