ბაჩანა ლობჟანიძე: ქართული მენტალობისთვის კომპანია ZEG-ის მარკეტი არის მიუღებელი

მე მოვიძიე ინფორმაცია, თუ რას საქმიანობს კომპანია „ზეგი“,-სადაც მუშაობდა თამარ ბაჩალეიშვილი,-ამის შესახებ ბაჩანა ლობჟანიძემ ტვ-პირველის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ კომპანიის საქმიანობა არის საეჭვო და მიუღებელი ქართული მენტალობისთვის.

„თამარი ბუშაობდა ვებგვერდის ინჟინრად, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და ამაზე არანირი ეჭვი არ მეპარებოდა. თამარმა არ იცოდა ხელოვნური ინტელექტი, არც ნანოტექნოლოგიები, მე უნდა გამეცნო მისთვის ეს თემები. სამსახურში  მისი საქმიანობა იყო მარტივი და რუტინული, ის რეგრესისკენ მიდიოდა, ოჯახის წევრებმა მითხრეს, რომ ის გაღიზიანებული იყო , მას მამამ უყიდა ელექტროშოკი, ვფიქრობ, ის რაღაც საფრთხეს გრძნობდა. კომპანია „ზეგი“ არ ასაჯაროებს თავისი საქმიანობის მარკეტს, ვიღაც ურანს ყიდის, ვიღაც სამკაულებით ვაჭრობს, როდესაც ინჟინერი ამზადებს ასეთ პროექტს, ის უკვე სამართლებრივად ხდება ამ პროექტის მონაწილე. მე თამარის ზურგს უკან არ მსურდა და არც მქონდა ეჭვი „ზეგის“ საქმიანობაზე. ჩემდა უნებურად, ახლა გამოიკვეთა რაღაც გამოძიებები, დავადგინე, რომ ქართული მენტალიტეტისთვის არ არის მისაღები მათი მარკეტი. თუმცა, მე ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს და ამის შესახებ მე ჩვენება მივეცი გამოძიებას“,-განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში სამართლებრივად არის მოწმე, მაგრამ საკუთარი წყაროებითაც ატარებს გამოძიებას. 

Facebook Comments

ახალი დადებული