ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა, დაშავდა 4 000 ადამიანი (ვიდეო)

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა, დაშავებულია 4 000 ადამიანი. ინფორმაციას aljazeera ლიბანის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ლიბანის ხელისუფლება მსხვერპლის ზრდას ელოდება, რადგან ბევრი ადამიანი დაკარგულად ითვლება. შენობების ნანგრევებში ცხედრებს ამ დრომდე პოულობენ.ბეირუთში საავადმყოფოები გადავსებულია და პაციენტებს პირველად სამედიცინო დახმარებას ექიმები ქუჩებში უწევენ

ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია.

Facebook Comments

ახალი დადებული