გუშინ კაფეში ორი ქართველის საუბარს მოვკარი ყური, შევძელი და რამდენიმე სურათი გადავუღე

სოციალური ქსელი მომხმარებელი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინაში, ერთ-ერთ რესტორანში ორი ქართველის საუბარს მოკრა ყურო.

„მოგესალმებით, ქართველებო! ვინც მიცნობთ, იცით, რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ და პოსტებსაც თითქმის იშვიათად ვწერ და ვაქვეყნებ, მაგრამ სამშაბათს ჩემს მიერ ნანახმა და გაგონილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თუ ამდენი ტვინნაღრძობი და სახედაკარგული ადამიანი არსებობდა, მართლა არ მეგონა.

გუშინ, 4 აგვისტოს, დაახლოებით 2-ის ნახევარზე, ჩემს გოგონასთან ერთად მოსკოვის ქუჩაზე მდებარე იტალიურ კაფე „ბუფფალინოში“ შევედით და პიცა შევუკვეთეთ. ჩვენს გვერდით მაგიდასთან მჯდომი ორი პიროვნება ქართულად, საკმაოდ ხმამაღლა და ემოციურად საუბრობდნენ. ერთ-ერთი მათგანი ეუბნება მეორეს: „ არა ძმაო, რა, მართლა მოზგი და შენძრეულია ზურა!“ – „ვინ ზურა?“ – ეკითხება მეორე, – „ადეიშვილი, ბიჭო, ხომ იცი რა მოიფიქრა? ჩვენს აქტივს თბილისში დაავალა ჭავჭავაძეზე ხშირად იმოძრაონ მანქანებით და ყოველ დღე 2-3 მანქანა ვითომ უნდა გაგიფუჭდეთ და მოძრაობა გაჭედოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ხალხის უკმაყოფილება მოჰყვესო.“ თან, ამას ეს პიროვნება ისე სიამოვნებით და როლში შესული უხსნიდა მეორეს, რომ მივხვდვი, ჩვენ, ქართველებს,
ვერ მიგვამსგავსეს. სამაგიეროდ – ერთ-ერთი მათგანი მე ვიცანი, იგი ქართველი გენერალი, გიგი კალანდაძე, იყო (მეორეს არ ვიცნობდი). შევძელი და ორივეს ტელეფონით რამდენიმე სურათი გადავუღე. კაფედან მე და ჩემი შვილი მალევე გამოვედით და ცხოვრებაში პირველად, გამიხარდა, რომ ჩემმა შვილმა ქართული არ იცოდა. წუხელ „ფეისბუქს“ თვალი გადავავლე, ბევრი იწერება „რა გვეშველება, რამხელა
საცობში ვართო“… საცობში კი არა, ჭავჭავაძეზე „გაფუჭებულ“ მანქანებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სალონებში ეგებ მიშას პორტრეტი ან ცოცხი იპოვოთ…

ღმერთის მაინც გეშინოდეთ, ხალხო “,-წერს დავით გელაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული