დავით ჭიჭინაძე: გიორგი ვაშაძე არის პრიმიტივი, წარმოდგენა არ აქვს საბანკო სექტორზე

ავდგები და პროცენტებს გავანახევრებ-მეთქი, მასეთი სისულელე არასდროს მითქვამს-ასე გამოეხმაურა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ჭიჭინაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს გადაცემა „360 გრადუსში“.

ჭიჭინაძის თქმით, გიორგი ვაშაძე არჩევნებში მისი კონკურენტი ვერ იქნება, რადგან ეს ადამიანი არის პრიმიტივი.

„როდესაც ადამიანი იძახი, რომ პრემიერ-მინისტრი თუ გავხდები, პროცენტებს შევამცირებო, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რაზე საუბრობს. ვინც კი გაბედა ეროვნულ ბანკთან მიკარება, ის მთავრობა საკმაოდ ხისტად დაისაჯა მსოფლიო ბანკისგან და სავალუტო ფონდისგან. პრიმიტივია იმიტომ, რომ შენ რომ ადგე და პროცენტები გაანახევრო, ამის უფლებას არავინ მოგცემს. იმიტომ, რომ ამას აქვს თავისი სტანდარტები, თავისი მოთხოვნები და თავისი რეიტინგები. მე არასდროს მითქვამს ესეთი სისულელე, მე ვიძახი, რომ ბანკებს უნდა შეეზღუდოთ არაპროფილური საქმიანობა. პროცენტის განახევრებაზე საუბარი იმას ნიშნავს, რომ შენ წარმოდგენა არ გაქვს საბანკო სექტორთან მიმართებაში რაზე ლაპარაკობ. კითხოს ნათესავ, მაგრამ იმან მარტო ფულის მოპარვა იცის, მეტი არაფერი“,-განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა. 

Facebook Comments

ახალი დადებული