თბილისის მერი ჭავჭავაძეზე შაბათ-კვირას შექმნილი პრობლემის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ექსპერიმენტი, თუ რამდენად სწრაფად გადაადგილდება ავტობუსები ჭავავაძის გამზირზე. ვარაზის ხევიდან ვაკის პარკამდე დრო 25-დან 8 წუთამდე შემცირდა,-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინის დრო არის პრობლემა, თუმცა ამის მოგვარება ავტობუსების რაოდენობის გაზრდით, არ შეიძლება. კალაძის თქმით, ავტობუსებს ექნება თავისი ზოლები, რომ მათ სწრაფად იმოძრაონ, რაც საგრძნობლად შეამცირებს ლოდინის დროს.  

„ეს არ შემოიფარგლება ჭავჭავაძით, ამას მოყვება თამარაშვილის, მელიქიშვილის, კოსტავას, ქეთევან წამებულის ქუჩები. აღნიშნული რეფორმა არ არის უბრალოდ სხვა ქვეყნიდან გადმოტანილი, თბილის თავისი რელიეფიდან გამომდინარე, სპეციფიურია, ამიტომ ამაზე მუშაობენ ესქეპერტები და სპეციალიტები“,-განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ბოდიში მოუხადა მოსახლეობას ჭავჭავაძეზე შაბათ-კვირას შექმნილი პრობლემის გამო.

„მინდა დავუსვა კითხვა იმ ადამიანებს, რომლებიც განაწყენდნენ და სამართლიანად გაღიზიანდნენ. თქვენ რომ იყოთ ქალაქის მერი, რას გააკეთებდით, მოდი რატომ ავიტკიო თავი, ვიღაცა მოვა და გააკეთებსო, ასეთი დამოკიდებულება გექნებოდათ? მე დარწმუნებული ვარ, ამის სიკეთეებს ჩვენც მოვესწრებით და დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, ვინც ახლა გაღიზიანებულია, მადლობას გადაგვიხდიან. გადაწყობას, ადაპტაციას გარკვეული დრო სჭირდება“,-განაცხადა მან.

კალაძის თქმით, მალე ჭკვიანი შუქნიშნები დამონტაჟდება და პატრულის დახმარება აღარ იქნება საჭირო.

„ამ რეფორმის ერთ-ერთი მიმართულებაა ჭკვიანი შუქნიშნები, დღეს გამოცხადებული ტენდერი, დღეს არსებული შუქნიშნების გამო, გვიწევს 24-საათიანი დაკვირვება, ჩვენც ადაპტაციის პროცესში ვართ, მადლობას ვუხდით საპატრულო პოლიციას, მაგრამ ახალი შუქნიშნები თავად დაარეგულირებენ მოძრაობას. ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ სასიცოცხლიდ მნიშვნელოვანი“,-განაცხადა კახა კალაძემ 

Facebook Comments

ახალი დადებული