სტივენ უომაკი: 12 წლის წინ, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და კრემლი, მსგავსი სახის აგრესიულ აქტებს კვლავ ახორციელებს ევროპაში

რესპუბლიკელი კონგრესმენი არკანზასის შტატიდან, სტივენ უომაკი 2008 წლის აგვისტოს ომს Twitter-ზე ეხმიანება.

„12 წლის წინ, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და კრემლი, მსგავსი სახის აგრესიულ აქტებს კვლავ ახორციელებს ევროპაში. შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ააშენეს ძლიერი პარტნიორობა და დემოკრატიის გზაზე ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ჩვენ ყოველმხრივ უნდა ვუპასუხოთ რუსეთის აგრესიას“, – წერს კონგრესმენი.

Facebook Comments

ახალი დადებული