უტკინი: რუსეთის ლიგის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ქართველია

ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა “ეხო სპორტის” რადიოეთერში საუბრისას ყაზანის “რუბინზე” ისაუბრა და გუნდს ევროტურნირებისთვის ბრძოლა უწინასწარმეტყველა იმ მიზეზითაც, რომ აქ პრემიერლიგის უნიჭიერესი ფეხბურთელი თამაშობს.
“არათუ მომავალ სეზონში, “რუბინს” ევროტურნირებზე გასვლის შანსი წინა ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ჰქონდა. ასე რომ, ევროზონაში მოსახვედრად ბრძოლა “რუბინს” შეუძლია.
ამ გუნდში რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს. თუ ვეცდებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ორი მოთამაშე ჰყავთ. ცხადია, პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელიაზე ვსაუბრობ; ნუ, იგნატიევიც, რომელმაც ეს სეზონი დაკარგა, თუმცა ისევ ახალგაზრდაა და გაუმჯობესებაცშეუძლია. სწორედ ამიტომ, “რუბინს” მომავალ ჩემპიონატში მაღალი მიზნები ექნება”, – განაცხადა უტკინმა.

Facebook Comments

ახალი დადებული