„ქ-ნ თეონას თავისი ადვოკატის მიმართაც აქვს უნდობლობა, რადგან რამიშვილი მათთან თვითონ მივიდა“

თეონა თამაზაშვილმა თვითონ გამომიგზავნა ფეისბუქზე რექვესტი, ასევე მისმა ბებიამ,-ასე ეხმაურება ბაჩანა ლობჟანიძე ტვ-პირველის ეთერში თამარ ბაჩალიაშვილის დედას, რომელმაც ბაჩანა ლობჟანიძეს „ციდან ჩამოფრენილი“ უწოდა.

მისი თქმით, თამარის დედა და ბებია თავიდან კარგად იყვნენ განწყობილი მის მიმართ, მაგრამ შემდეგ მოხთოვეს, რომ მისულიყო ამერიკის საელჩოსთან და მიეყვანა ვისაც ჩავთვლიდი საჭიროდ, რაზეც უარი მიიღეს.

„დამირეკა და მითხრა, მივსულიყავი ამერიკის საელჩოსთან და მიმეყვანა, ვისაც საჭიროდ ჩავთვლიდი. მე ვუთხარი, რომ FBI არანაირ კავშირში არ არის ეფლის ნაწარმთან. ექპსერტიზასთან დაკავშირებით, მე მხოლოდ „მაკბუკის“ ამბავში ვთქვი ეს. მე სიცრუე არ მითქვამს, მაგრამ ქ-ნმა თეონამ არ მიიღო ეს და გამინაწყენდა. მინდა ვთქვა, რომ ქ-ნ თეონას თავისი ადვოკატის მიმართაც აქვს უნდობლობა, მან მე მკითხა, თუ ვენდობოდი და მოგზავნილი ხომ არ არის მიხეილ რამიშვილიო, რადაგნ რამიშვილი მათთან თავისით მივიდა“,-განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

„მე ვთვლი, რომ ეს არის თვითმკვლელობის იმიტაცია, ქალბატონ გალინა კარმუშინასაც ასე ჰგონია“,-დასძინა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული