ბაჩალიაშვილის დედა: გარდატეხის ასაკში ჩემმა შვილმა მიიღო აბი, მოიწამლა, აქაც სახელმწიფოა დამნაშავე

“შსს-ში მითხრეს „ვოცაფში“ არაფერიაო. დამიდეს ზარები, რომელიც იმ დღეს საერთოდ არ არის დანარეკი, არის წინა დღეს დარეკილი ვიღაცა  ქოიავასთან, რომელიც არის „ჰერბალაიანის“ წარმომადგენელი.  უფრო კულტურულად მაყრიან თვალში ნაცარს, ვიდრე თეთრიწყაროს რაიონში შემაყარეს”, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა ბაჩალიაშცვილმა გადაცემა “პოლიტიკის ფორმულაში” განაცხადა.  

“დროს აჭიანურებენ. რამდენადაც გავიგე ჩემი შვილის დისკრედიტაციას აპირებენ. ამას ნამდვილად არ დავუშვებ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. თუ უნდათ, აგერ ღია ცის ქვეშ ვზივარ და მომკლან ამისთვის, გინდაც სნაიპერი დაიქირავონ, ჩემი შვილის დისკრედიტაციას არ დავუშვებ! რაც არ უნდა მოხდეს, არ მივცემ მაგათ ამის უფლებას!

გარდატეხის ასაკში უჭირდა ჩემ შვილს, იქაც სახელმწიფოა დამნაშავე, აფთიაქში ბავშვს მისცეს ისეთი წამალი, რისი მიცემის უფლება არ ჰქონდათ 12 წლის ბავშვისთვის მიეცათ.

ბავშვმა მიიღო ეს წამალი და  ამის გამო იაშვილის კლინიკაში იწვა და გამოვიდა მდგომარეობიდან. ერთი აბიც კი მისთვის მომწამვლელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ დიდი დოზა იყო მიღებული.

ამას იმიტომ ამბობენ, რომ ჩემი შვილის დისკრედიტაცია უნდათ. ჩემს შვილს ვინც იცნობს, ყველამ იცის, რომ უაღრესად ნიჭიერი, პატიოსანი და სამართლიანი ადამიანი იყო. რასაც შეეწირა კიდეც”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა გადაცემა “პოლიტიკის ფორმულაში”

შეგახსენებთ, 5- დღიანი ძებნის შემდეგ, ფონიჭალიდან 46 კილომეტრში თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც კომპანია „ზეგ“-ის ყოფილი თანამშრომელია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს მეორე მუხლიც დაემატა. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული