გიორგი გახარია – ბიძინა ივანიშვილთან ერთად შევძელით stopcov ფონდში ფინანსების მობილიზება, ამან მოგვცა შესაძლებლობა, წლის ბოლომდე ასეთი სოციალური დახმარება გაგვეწია

საქართველოს მოქალაქეებთან და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად შევძელით STOP.COV ფონდში ფინანსების მობილიზება, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ასეთი ტიპის სოციალური დახმარება გაგვეწია , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ამ პროგრამების განხორციელება შესაძლებელი გახდა არის ის, რომ მთავრობამ პირველ დღეებში არაგონივრული დაპირებები და კომპენსაციები არ გასცა.

,,კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროგრამების განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ ორი მიზეზის გამო – მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მოწოდების ქვეშ ჩვენ პირველ დღეებში არაგონივრული დაპირებები არ გავეცით და არაგონივრული კომპენსაციები არ გავეცით “,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული