დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან დებატების დროზე ადრე ჩატარების ინიციატივით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან დებატების დროზე ადრე ჩატარების ინიციატივით გამოდის.

„როგორ შეიძლება, რომ ამომრჩევლებმა ბიულეტენები, ზოგ შემთხვევაში, პირველ საპრეზიდნეტო დებატებმადე, თითქმის ერთი თვით ადრე გააგზავნონ? გადმოწიეთ პირველი დებატების თარიღი. ჩემთვის დებატები სამოქალაქო ვალდებულებაა. ჯო ბაიდენმა და მე ამერიკელი ხალხისთვის უნდა გავაკეთოთ ეს“, – წერს აშშ-ის პრეზიდენეტი.

დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დებატები 29 სექტემბრისთვისაა ჩანიშნული. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები კი მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

Facebook Comments

ახალი დადებული