თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

ამის შესახებ თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, სანამ მისი მოთხოვნა არ შესრულდება.

“შიმშილობას განვაგრძობ, სანამ FBI არ ჩაერთვება გამოძიებაში და არ დამიდასტურებს, რომ თავი მოიკლა ჩემმა შვილმა”, – განაცხადა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს საკუთარი კომპიუტერიდან გაეცნო ინფორმაციას, “რა მოსდის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში”, ერთი თვით ადრე კი ინტერნეტში ეძებდა სტატიებს თვითმკვლელობის გზების შესახებ.

Facebook Comments

ახალი დადებული