თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურატურასთან დღეს განცხადებას გააკეთებენ

გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი გენერალურ პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებენ.

უწყებასთან განცხადება დღეს, 6 აგვისტოს, 12:00 საათზეა დაგეგმილი.

ცნობისთვის, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია გამოაქვეყნა.

უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს საკუთარი კომპიუტერიდან გაეცნო ინფორმაციას, “რა მოსდის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში”, ერთი თვით ადრე კი ინტერნეტში ეძებდა სტატიებს თვითმკვლელობის გზების შესახებ.

Facebook Comments

ახალი დადებული