თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიგნით დადასტურებული კრიმინალია, ქვეყნის გარეთ კი ღამურას დაემსგავსა

მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიგნით დადასტურებული კრიმინალია და ქვეყნის გარეთ დაემსგავსა ღამურას, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

„ის აქაურიც ვეღარ არის, ცდილობს ფეხი მოიკიდოს, რისი რესურსი და შანსიც არ გააჩნია და იმ ქვეყნებში, სადაც ჩაივლის ხოლმე, ფეხს ვერ იკიდებს, იმიტომ, რომ არც არასოდეს ყოფილა რეფორმატორი. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ეს მარგინალური კრიმინალური ძალა რა განცხადებებს გააკეთებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ვემზადებით მაღალი ხარისხის დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გუშინ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილონ, სააკაშვილმა თქვა, რომ „როგორ იქნება და რა იქნება, ამას გაარკვევს ქართველი ხალხი.

Facebook Comments

ახალი დადებული